08:53 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 15:03:37, 1783 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაზე: სიამოვნებით ამიღებდნენ ბილეთს საუკეთესო კურორტზე, ოღონდ აქ არ ვიყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების მთავარი ამოცანა მისი ქვეყნიდან გაძევებაა.

სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადებას კომედია უწოდა:

"კომედიაა, რომ უკვე მეხუთე თუ მეექვსე ჯერ გადაიდო სასამართლო სხდომა. ეს საქმე არ არსებობს, არანაირი მტკიცებულებაც კი, არ აქვთ. სრული სისულელეა, ყველა დასცინის. ამათ უნდათ ჩემი ქვეყნიდან გაგდება. არ უნდათ, რომ უკრაინაში ვიყო. უკრაინაში ჩემი ციხეში ჩასმა ნიშნავს აქ ხელისუფლების დამხობას. სიამოვნებით ამიღებდნენ ბილეთს ერთი წლით, საუკეთესო კურორტზე მსოფლიოში, ცალკე ვილაზე და ყოველდღე გამომიგზავნიდნენ ნობათებს, ოღონდ აქ არ გამოვჩნდე. ამათთვის ეს არის ამოცანა და არა ჩემი ციხეში დამწყვდევა", - განაცხადა სააკაშვილმა "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სააპელაციო სასამართლოში სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის ოჯახური გარემოებების გამო, სხდომა 26 იანვრისთვის გადაიდო.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics