04:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 15:34:15, 2136 ნახვა

სამართალი
შსს–მ აბაშაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის  დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977  წელს დაბადებული  ნ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით,  ხოლო 1990 წელს დაბადებული რ.გ., დანაშაულის დაფარვის  ბრალდებით  დააკავეს. ნ.ტ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის დაფარვა კი ისჯება ჯარიმით ან  6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობით ანდა 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

2017 წლის 31 დეკემბერს პოლიციას 1989  წელს დაბადებული ი.კ.-ს გაუჩინარების შესახებ მისმა ოჯახმა შეატყობინა. დაკარგულ პირთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონულ სამმართველოში   შეიქმნა ძებნის საქმე და გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). პარალელურად, მიმდინარეობდა გაუჩინარებული პირის ინტენსიური ძებნის  ღონისძიებები.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ტ.-მ 2017 წლის 31 დეკემბერს აბაშაში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით  სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ნაცნობს -  ი.კ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.  ნ.ტ.-მ კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მდინარე რიონში გადააგდო. აღნიშნულ ფაქტს  შეესწრო და ნ.ტ.-ს დახმარება გაუწია რ.გ-მ., რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,  ნ.ტ. აბაშაში,  ხოლო რ.გ. ზუგდიდში  დააკავეს. ორივე ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი - ნივთმტკიცებად ამოიღო.

ამ დროისთვის, ი.კ.-ს ცხედრის ძებნის  ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის  დაფარვის  ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლით).

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics