16:04 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 15:10:27, 4401 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ აზერბაიჯანის პარლამენტში პროტესტი გამოიწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებამ აზერბაიჯანის მილი მეჯლისში (პარლამენტში) პროტესტი გამოიწვია, - ამის შესახებ Vesti.az იუწყება.

საუბარია შემდეგ განცხადებაზე - გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის შეიქმნება პირობები, რათა ქვეყანას რუსეთზე წვდომა საქართველოს გავლით ჰქონდეს.

პარლამენტის წევრებს პროტესტის გამოხატვის მოწოდებით დეპუტატმა ფარაჯ გულიევმა მიმართა. დეპუტატები აცხადებენ რომ, ამ საკითხის უყურადრებოდ დატოვება არ შეუძლიათ და საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ მსხვილ პროექტებს უსვამენ ხაზს. ერთ-ერთი დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარონ და განმარტება მოსთხოვონ.

"შეიძლება ვინმეს საქართველოში, სურს ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების გაფუჭება. მაგრამ მე არ მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს. ავაშენეთ სარკინიგზო გზა ყარსამდე. საქართველო თავის ბენეფიტს იღებს აქედან. მეგობრობის ჯგუფს მივცემთ დავალებას, რომ ეს საკითხი განიხილონ", - განაცხადა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics