06:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 14:28:40, 2994 ნახვა

სამართალი
მოსამართლე: რომ არა საახალწლო დღეები, ზვიად რატიანს პატიმრობას შევუფარდებდი

„რომ არა საახალწლო დღეები, ზვიად რატიანს პატიმრობას შევუფარდებდი“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ქეთევან მინაშვილმა პროცესის დასრულებისას განაცხადა.

ამასთან, მან ზურაბ რატიანი გააფრთხილე, რომ თუ კანონით დადგენილ ვადებში, დასკირებულ ჯარიმას (2 000 ლარი) არ გადაიხდის, მის მიმართე შესაბამისი სანქციები გატარდება.

ზურაბ რატიანის პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. რატიანი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობს  და მათ  ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. შსს-ში კი ამბობენ, რომ ზვიად რატიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდა.

24 დეკემბერს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოსსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics