07:58 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-16 17:31:43, 2545 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინელებს მოუწოდა, ხვალ „იმპიჩმენტის მარშში“ მონაწილეობა მიიღონ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს მოუწოდა, ხვალ დაგეგმილ მარშში მონაწილეობა მიიღონ, - ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილმა განმარტა, "იმპიჩმენტის მარში" აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყანამ "კატასტროფა აირიდოს და ხელისუფლებამ ბოლო ფატალური ნაბიჯი არ გადადგას".

სააკაშვილმა ასევე მარშის ძირითადი მოთხოვნები ჩამოთვალა:

"ქვეყანას ოლიგარქები არ უნდა მართავდნენ; ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას კორუფციულ სქემებზე; უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები; უნდა გადადგეს გენერალური პროკურორი; უნდა შეიქმნას ანტიკორუფციული სასამართლო; იმპიჩმენტის მექანიზმებიც უნდა შეიქმნას. ამ ყველაფერთან ერთად, არ შეიძლება პუტინს მივცეთ საშუალება, რომ შექმნილი ვითარებით ისარგებლოს. ქვეყანას არ შევარყევთ, ხოლო "ჯიხურს" აუცილებლად. სწორედ ამ მიზეზით გავდივართ ხვალინდელ მარშზე. და ბოლოს, თუ დიქტატურის შესაჩერებლად საჭირო გახდება ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც კი, მზად ვარ ისინი დავთმო. ბოლომდე ვიბრძლებ, გამარჯვებამდე", - წერს პოლიტიკოსი.

ცნობისთვის, ხვალ კიევში შევჩენკოს პარკთან, თბილისის დროით 14:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას გამართავს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics