2017-12-07 13:48:57, 8928 ნახვა
High - Tech
რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს
2018 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება იწყება. ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ყველა სახის ავტომობილებს შეეხება. ინსპექტირებას გაივლის საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე. პირველ ეტაპზე, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო ავტომობილებს (3.5 ტონაზე ზემოთ) შეეხება. ასევე გამკაცრდება იმ ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი, რომლებიც, დღესაც სავალდებულო შემოწმებას ექვემდებარებიან, თუმცა, მათი ინსპექტირების პროცესი და ადმინისტრირება, მინიმუმ არაეფექტურია. საუბარია სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებზე, მათ შორის მისაბმელიან ავტოტრანსპორტზეც. 2018 წლის 1-ელი ივლისიდან, ინსპექტირებას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომობილები გაივლიან. რაც შეეხევა სხვა ამვტომობილების ტექნიკურ ინსპექტირებას, 1-ელი ოქტომბრიდან სავალდებულო პერიოდულ შემოწმებას გაივლიან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომანქანები. კერძოდ კი, 3.0 ძრავით და ზემოთ, ვინაიდან აღნიშნული ძრავის მქონე ავტომობილების გამონაბოლქვის გამო, ჰაერის დაბინძურების მეტი საფრთხე არსებობს. დარჩენილი ავტოპარკი ინსპექტირებას 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაივლის და ეს პროცესი 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
ამავე თემაზე: რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება ავტორი: , განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|