2017-12-07 14:44:46, 2539 ნახვა
საზოგადოება
რა ეღირება ტექნიკური ინსპექტირება და რა პროცედურის გავლა მოუწევთ ავტომფლობელებს
მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60, სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების კი, 100 ლარი ეღირება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში. ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით. მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარისშწორებით. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებამ 7 ძირითადი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. უფრო კონკრეტულად კი, ავტომობილს გამართული უნდა ჰქონდეს - მუხრუჭები, საჭის მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, ღერძულა, შასი და მისი შემადგენლები და გამონაბოლქვი. ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ავტომფლობელს ტექნიკური ინსპექტირების გავლა მეორედ მოუწევს. ასეთ შემთხვევაში, მისი ვიზიტი იქნება უფასო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებას მეორე შემოწმება ტექნიკური დათვალიერების იმავე ცენტრში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომფლობელი შემოწმებისთვის დადგენილ თანხას თავიდან გადაიხდის. საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა, წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება (მინიმუმ გაორმაგდება) სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა. ამასთან, გამკაცრდება ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში არსებული საჯარიმო სანქციები. უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა იქნება 50 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 200 ლარი. გარდა ამისა, უქმდება სტიკერების სისტემაც, რადგან ინსპექტირება გავლილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ელექტრონულ ბაზაში იქნება შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ ავტომფლობელი ტექნიკური ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის გაყიდვას ვერ შეძლებს.
ამავე თემაზე: რომელი კატეგორიის ავტომობილებისთვის ამოქმედდება ტექნიკური ინსპექტირება 2018 წელს რა ვადებში მოუწევთ ავტომფლობელებს ტექნიკური ინსპექტირების გავლა ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების შემდეგ, ავტომობილზე საჭის გადატანა აიკრძალება
ავტორი: , |
ომი უკრაინაშიუკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|