2017-12-06 18:57:06, 2577 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 99 კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებით ხდება სამინისტროების შერწყმა და კონკრეტული ფუნქციებით რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული სტრუქტურის კომპონენტის შერწყმა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სახელად განესაზღვრება გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელი არ ეცვლება თუმცაღა, მასში ხდება ენერგეტიკის სამინისტროს შერწყმა. ასევე, ხდება გარემოს დაცვის სამინისტროდან მხოლოდ წიაღისეულის კომპონენტის შერწყმა. იცვლება კულტურის სამინისტროს სახელი, რომელთანაც ხდება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტის შერწყმა და განისაზღვრება კულტურისა და სპორტის სამინისტროდ. დანარჩენი სამინისტროები იგივე სახით რჩება. აღნიშნული კანონპროექტით წარმოდგენილი არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ვინაიდან ეს არ არის კანონის რეგულირების სფერო. საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს, თუმცა ეს მოხდება მთავრობის დადგენილებებით მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტები უკვე მიღებული და იურიდიული ძალის მქონე იქნება. კანონპროექტიდან ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ხორციელდებოდა სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის შერწყმა, იმ ფუნქციებით, რა ფუნქციებიც კანონით ჰქონდა გათვალისწინებული სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. ცვლილებები შედის თანმდევ 99 კანონში, რომელიც სახელების ჩანაცვლებას და კანონებში ფუნქციების გადანაწილებას ითვალისწინებს იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებში გადადის და აქამდე კანონმდებლობით გაწერილი ფუნქციები გადანაწილდება იმ სამინისტროებზე, რომლებიც უკვე წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სამართალმემკვიდრე სამინისტროებად განისაზღვრება. რაც შეეხება ადამიანური რესურსის მართვის საკითხს, მთავრობა შესაბამის უწყებებს, რომლებიც როგორც სამართალმემკვიდრე ისე, მხარჯველ ორგანიზაციად გამოცხადდებიან რეორგანიზაციის, ოპტიმიზაციის და შერწყმის პროცესის განსახორციელებლად, გარკვეულ ვადას განუსაზღვრავს, რის შემდეგაც დაფიქსირდება თუ რა სახის საბიუჯეტო ცვლილება იქნება ამ პროცესის დასრულების შედეგად გამოწვეული.
ავტორი: , ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|