06:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 18:05:08, 1577 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ბოლოდან იწყებთ, ჯერ ჭერს აშენებთ, შემდეგ საფუძველს და ამის გასაღება გინდათ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ იმ ამოცანებსა და მიზნებზე  ისაუბრა, რაც  მთავრობის სტრუქტურულ რეფორმას უდევს საფუძვლად:

„რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არ იცით, ბოლოდან იწყებთ, ჯერ ჭერს აშენებთ, შემდეგ საფუძველს და ამის გასაღება გინდათ. როგორი გამსაღებლებიც იყავით, ყველას კარგად გვახსოვს და გასაღებაში თქვენ ვის უნდა დასდოთ ბრალი, მაგრამ ამაოცანა არსებობს ამ რეფორმების. ეს არის მთავრობის ეფექტურობის და კოორდინაციის ზრდა, მოძრაობა მცირე მთავრობისაკენ. ეკონომიკა ნაკლები ჩარევით უფრო მეტად განვითარდება. კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას ამ ცვლილებებით ექნება მეტი სივრცე, თავისი პოტენციალის ჩართულობის ასამაღლებლად“,-აღნიშნა თალკავაძემ.

მან დეპუტატებს ინფორმაცია რესურსების დაზოგვის შესაძლებლობის კუთხითაც მიაწოდა:

„თქვენ სპეციალურად ილაპარაკეთ, თითქოს ეს ცვლილებები ისე კეთდება, რომ წარმოდგენა არავის აქვს, რისი დაზოგვა მოხდება. 7-ჯერ რომ გაგიმეორეთ წინა სხდომაზე, რა დაიზოგება,ერთხელ რა იქნებოდა გამოხმაურებოდით? პირობებს დებთ და არ აკეთებთო.თქვენ ამ დარბაზში არ იყავით, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილმა თქვა, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთებთ ადმინისტრაციული ხარჯების შრომის ანაზღაურებაში დანახარჯების ეკონომიას? ეს პირობა ზედმიწევნითაა შესრულებული. ქამრების შემოჭერაზე  რომ ლაპარაკობთ, ციფრები მაინც მოიყვანეთ, უთხარით ხალხს, მეტ ფულს კიარ ვხარჯავთ, ნაკლები დავხარჯეთ. მომავალ წელს მთავრობის მიმდინარე ხარჯები მთლიან შიდა პქროდუქტთან მიმართებაში 1,5%-ით მცირდება. წინა წლებია მომდევნო წლების შედარების საფუძველი, აბა რას უნდა შევადაროთ?!
ცოტა უკმაყოფილო ხართ, მხოლოდ 6 კაცი რატომ ტოვებს სამსახურს რეფორმების შედეგადო. ვიცი, რომ გეწყინათ, რომ მხოლოდ 6 კაცი რჩება უსამსახუროდ, მაგრამ ჩვენი მიდგომა არის თანმიმდევრული“,-მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპიზიციას.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics