08:52 - 24 Apr, 2018
2017-12-06 10:09:01, 897 ნახვა
67 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. |
![]() ვინ არის ბაშარ ასადი და როგორ დაიწყო კონფლიქტი სირიაში
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() ქეით მიდლტონს და პრინც უილიამს ბიჭი შეეძინათ
![]() სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
![]() კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა
არქივი 2009 წლიდან
|