04:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 18:43:16, 2425 ნახვა

ეკონომიკა
ბენტლი მოტორსი საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის

„ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში, ბენტლი თბილისის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.

შოურუმი იქნება ისეთივე მდიდრული, ძვირად ღირებული მასალებით და ხელით დამუშავებული ნივთებით, როგორც ბენტლის ავტომობილები.

(თბილისი, საქართველო, 6 დეკემბერი, 2017) ომეგა მოტორ ჯგუფი ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი აცხადებს, ახალი შოურუმის ოფიციალურ გახსნას თბილისში. (აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი).

პარტნიორობა ომეგა ჯგუფთან გთავაზობთ: ბენტლის მოდელების სრულ ხაზს, გაყიდვის შემდგომ მომსახურებას და საავტომობილო ბრენდის ხელით ნაკეთი მოწყობილობების კოლექციას.

Robert Engstler - რეგიონალურმა დირექტორმა ევროპაში, აღნიშნა: „ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც ბენტლისთვის, ასევე საქართველოსთვის. ქვეყნის მასშტაბით, ბენტლის მიმართ მაღალი ინტერესია და ომეგა ჯგუფის სახით ჩვენ გვყავს, ძლიერი კომერციული პარტნიორი, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს“.

Marco van Alten, ბენტლი რუსეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი, კომენტარს აკეთებს გაფართოებასთან დაკავშირებით, “ჩვენ ახალ პარტნიორთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ ბენტლის გამოცდილება და ვამაყობთ, რომ ქვეყანაში წამოვიწყეთ ახალი ბაზა ფეშენებელური ავტომობილების სექტორში“.

ბენტლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, ბენტლი თბილისი, მომხმარებელს სთავაზობს სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT.

 

(R)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics