04:42 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-17 14:19:54, 1896 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო

 „არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან სამწუხაროდ, ეს პროცესი ზედმეტად იყო პოლიტიზებული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლიმ კობახიძემ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ორი ძირითადი მიზანი დაუსახა - კონსტიტუციის სამართლებრივ პრინციპებთან  შესაბამისობაში მოყვანა და მმართველობის სისტემის დახვეწა.

„მოგეხსენებათ ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი - ფუნდამენტურად შეგვეცვალა  საქართველოს კონსტიტუცია და ეს მიზანი განხორციელებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.  ჩვენ სამწუხაროდ არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ  სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციასთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.  სამწუხაროდ  ზედმეტად იყო პოლიტიზებული  ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ  ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი რა თქმა უნდა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან. მე  მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან ერთად  განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმა და საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე  ცვლილებები.

ჩვენ დღეს განვიხილავთ საკითხს, რა თქმა უნდა საყოველთაო, სახალხო განხილვის ფორმატში. ჩვენ გვაქვს ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს   მხოლოდ 5 ცვლილებას კონსტიტუციაში, თუმცა გვინდა, რომ ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და  გარდა ამ 5 ცვლილებისა ძალიან მოკლედ  მიმოვიხილოთ ის დოკუმენტი, რომელიც  უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით და რომელიც არის უკვე  ძალაში შესული. ორი ძირითადი მიზანი დაუსახა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას,  როდესაც ის შეიქმნა გასული წლის დეკემბერში. პირველი მიზანი ეს იყო  კონსტიტუციის  შესაბამისობაში მოყვანა სამართლებრივ პრინციპებთან, ამ კუთხით იყო უამრავი ხარვეზი მოქმედ კონსტიტუციაში და მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოქმედი ტექსტი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ჩვენი პირველი მიზანი იყო  უპირველესყოვლისა კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა  სამართლის პრინციპებთან. მეორე ჩვენი ამოცანა იყო მმართველობის სისტემის  დახვეწა. დღეს საქართველოში  მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, არის უამრავი ხარვეზი ამ სისტემაში, არ შეესაბამება მოქმედი მოდელი  ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ეს არ არის საკმარისად ძლიერი პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ცენტრალური რგოლი ამ სისტემაში,  არ არის მკაფიოდ გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტისა და მთავრობას შორის, არის  უამრავი სხვა ხარვეზი, რომლითაც ხასიათდება დღევანდელი მმართველობითი სისტემა. ჩვენი ამოცანა გახლავთ ამ ხარვეზების გამოსწორება და  ვფიქრობთ, რომ ეს მიზანიც არის მიღწეული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics