15:43 - 08 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-11 12:19:02, 2190 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის შვილი კიევის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს

გუშინ კიევის აეროპორტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი რამდენიმე საათით დააკავეს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი შვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.

"საქართველოს კანონის თანახმად, ჩემს ოჯახს, როგორც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახს, სამუდამო დაცვა ეკუთვნის. ჩემს ვაჟს ჩვეულებრივ, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის ოფიცერი აცილებდა, რომელსაც ჩემს შვილზე მინდობილობა ჰქონდა. მას დაჰყავს ნიკოლოზი მაშინ, როდესაც ჩემი მეუღლე დაკავებულია და ასე ბევრჯერ ჩამოსულა მასთან ერთად. ისინი სამი საათის განმავლობაში გააჩერეს ცალკე ოთახში, შემდეგ კი დაცვას განუცხადეს, რომ უკრაინაში ჩამოსვლის აუცილებლობა ვერ დაამტკიცა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა დოკუმენტი ხელზე ჰქონდა, დეპორტაცია გაუკეთეს. მთელი ეს დრო მათ ზარის განხორციელების უფლებას არ აძლევდნენ და როდესაც უკვე თვითმფრინავში ჩასვეს ჩემი სვილის მცველი, მან მხოლოდ მაშინ შეძლო ჩემთან დარეკვა. ჩემი ვაჟი ავიაკომპანიის წარმომადგენელს გადასცეს. როგორც წესი, მცველს ჩემი შვილი თავად მოჰყავს აეროპორტიდან სახლში, მაგრამ მას მერე, რაც მან დამირეკა, აეროპორტში გავქანდი მიუხედავად იმისა, რომ კიევში დაბრუნებას მხოლოდ ხვალ დილით ვაპირებდი. რა მოხდებოდა შინ რომ არ ვყოფილიყავი?! ამაზე პასუხს ვერავინ მცემს. ცუდი ისაა, რომ ინფორმაციით, რომელსაც მე ვფლობ, მთელი ეს დეპორტაციები პრეზიდენტის მიერ გაცემული განკარგულებაა და ამაზე ცუდი კი ისაა, რომ ასე ბევრს ექცევიან. უკრაინის შს სამინისტროს განცხადებით, ბავშვს დანიშნულების ადგილას მიიყვანდნენ, თითქოს რამე ამანათი იყოს. ეს არის ყველა კანონის დარღვევა. მე აქ ვდგევარ და დამიბრუნეთ ჩემი შვილი. საერთოდ გაგიჟდით?! 40 წუთია აქ ვდგევარ და გელოდებით, რომ დამიბრუნოთ შვილი, ამბობენ, რომ მესაზღვრეებმა წაიყვანეს. ის 11 წლისაა, არასრულწლოვანი და პოროშენკოს ვეკითხები, სადაა ჩემი შვილი? მოეწონებოდა, რომ მის შვილს ასე მოქცეოდნენ?!", - წერს სააკაშვილი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
11 მაისს, თბილისში „მშობლების მარში“ გაიმართება
NGO-ები - OGP მოუწოდებს მთავრობას, გაიწვიოს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს
ბეჟაშვილი - პაპუაშვილის განცხადება „ოცნების“ მანიპულაციური პოლიტიკაა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ
საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიაზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics