2024-05-08 14:02:38, 361 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული პლატფორმა - ვგმობთ სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიაზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას
საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვს რეაგირებას! - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს. პლატფორმა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვლენების დროულ და ყოველმხრივ გამოძიებისკენ მოუწოდებს. “საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა. მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება: ჩატარდეს დროული და ყოველმხრივი გამოძიება, დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.
არა ძალადობას! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
გოცირიძე - პრეზიდენტმა კანონს დაუმატა ერთი მუხლი: „კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაშიო“ - ამას იურიდიული გაბითურება ჰქვია
ირანის პრეზიდენტის ვერტფრენი ჩამოვარდა
ზურაბიშვილი - მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ველოდები
|
ომი უკრაინაშირუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში განხორციელებულ დარტყმებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 492 290-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინული მედია - რუსეთის ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა
მთავარი თემა
|