14:17 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 17:27:05, 1773 ნახვა

საზოგადოება
ევროკომისია აგრარული მიმართულებით ასოცირების ვალდებულებების შესრულებას დადებითად აფასებს

ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნულ დოკუმენტში, სხვა მიმართულებებთან ერთად, პოზიტიურად შეფასდა აგრარული დარგის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ის ღონისძიებები, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით  ნაკისრ ვალდებულებებს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძის განცხადებით, დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წწ და სამოქმედო გეგმის დამტკიცება ასევე, ექსტენციის სტრატეგიის შემუშავება და მეთესლეობის კანონის მიღება. 

„ანგარიშში დადებით კონტექსტში აღნიშნულია, როგორც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 25 %-ით შემცირება, ასევე სავაჭრო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ექსპორტის ზრდის ტენდენცია. ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის გაგრძელება“,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმების ნაწილში დადებითად არის შეფასებული სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის გეგმის მიღება და შესაბამისი პროგრამების განხორციელება ასევე, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულება სანიტარიასა და ფიტოსანიტარიის კუთხით, რის საფუძველზეც ქართველ ფერმერებს საერთაშორისო ბაზარზე დამატებითი პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობა გაუჩნდათ (თაფლი, შავი ზღვის თევზი და ცხვრის მატყლი).

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, ევროკომისიამ ანგარიშში  ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს გაწევრიანება ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციაში, რომლიც ხელს უწყობს საქართველოში ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფას.

(NS)

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნათია მერებაშვილმა ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსთან, შნუც დურთან შეხვედრა გამართა
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics