07:55 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 14:41:48, 1667 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი  თანამშრომლობის მე-2 ფორუმის“  ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა  სომხეთის იუსტიიციის მინისტრს დავით არუთინიანს  უმასპინძლა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხებს სომხეთ - საქართველოს პარტნიორული კავშირების გაღრმავება და  საქართველოს მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში გატარებული  და დაგეგმილი რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე კახა კახიშვილმა  საქართველო - სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და  მჭიდრო მეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვანია სამომავლო თანამშრომლობისთვის.

მინისტრმა   სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარებული, ასევე, მიმდინარე რეფორმებისა და  სამომავლო გეგმების შესახებ. კახა კახიშვილის  განცხადებით, უწყების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია, პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. საუბარი შეეხო პენიტენციური ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასაც.

 როგორც სომხეთის  რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა  აღნიშნა, მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა  საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში  გატარებული რეფორმები.

„ჩვენი მთავარი მიზანი იმ გამოცდილების გაზიარებაა, რასაც საქართველომ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმების შედეგად მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოს ამ სფეროში მნიშვნელოვანი  წარმატება აქვს. სომხეთი ახლა გეგმავს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირებას და საქართველოს  გამოცდილება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება“- აღნიშნა სომხეთის იუსტიციის მინისტრმა დავით არუთინიანმა.

 სტუმარებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერეს.

„საქართველო - სომხეთის სამართლებრივი  თანამშრომლობის ფორუმი“ რიგით მეორეა  და  ის 2015 წელს ერევანში ჩატარდა.  

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics