13:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 13:00:56, 1961 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზრდილია

წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 % მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით,საგრძნობლად არის გაზრდილი 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2017 წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5 627.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება გასულ თვეს, 2017 წლის სექტემბერში ექსპორტი 27.2%-ით, ხოლო იმპორტი 5,5%-ით გაიზარდა.  
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: ფეროშენადნობის (97%), სპილენძის მადნების (28%), სამკურნალო საშუალებების (35%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (56%), სპირტიანი სასმელებისა (29%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმადადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.
გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება აღნიშნულ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე. 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics