07:21 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 12:05:36, 1806 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით აღმოუჩინოს საქართველოს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა  შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონგრესის წევრებს საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, მათ შორის, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ.

გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კონგრესის წარმომადგენლების ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდა უნდა დააჩქაროს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, რომელთა ორმხრივ ფორმატში გადაწყვეტა საქართველოს მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში დაეხმარება.

შეხვედრებს დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა. 
 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics