05:22 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 11:07:29, 2195 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძარმა კალიფორნიის შტატში 3500 ობიექტი გაანადგურა. ხანძრის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მედიის ცნობით, სტიქიის გამო რამდენიმე ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

სონომას შერიფის განცხადებით, 380 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

როგორც BBC წერს, 91 ათასზე მეტი ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებულ მონაცემებს CNN ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2000 ობიექტი განადგურდა. ასევე, აღნიშნული მედიის მონაცემებით, დაკარგულად 600 ადამიანი ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი კალიფორნიის შტატში კვირას გაჩნდა. წინასწარი ცნობით, ხანძრის გაჩენის მიზეზი სიცხეა. სპეციალისტების თქმით, რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ უწვიმია.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics