16:03 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 03:36:04, 2210 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ვფიქრობთ, თუშეთში ზამთრის სეზონზე ვერტმფრენის რეისის შესაძლებლობა წელსაც იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა, პროექტის მხარდამჭერი კი  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

„ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეა, რომ თუშეთში უკვე რამდენიმე დღეა გვაქვს სწრაფი ინტერნეტი, 24  სოფელსა და 4 ხეობაში არის სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განახორციელა თუშეთის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society  ერთად. ვფიქრობ, იმ რეგიონისთვის, რომელიც 7 თვეა პრაქტიკულად სახმელეთო გზით მოწყვეტილია ცენტრს, ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის წვდომა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, პრემიერის განმარტებით, თუშეთში ზამთრის სეზონზე შარშანდელის მსგავსად, ვერტმფრენის რეისები დაინიშნება:

„მოგეხსენებათ, ჩვენ შარშანდელი ზამთრის სეზონში დავნიშნეთ ყოველ კვირა ვერტმფრენის რეისი, რომელსაც შსს-ს საზღვრის დეპარტამენტი ახორციელებდა, სასაზღვრო პოლიცია და ვფიქრობ, წელსაც აუცილებლად იქნება ვერტმფრენის რეისის შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, დამატებით სწრაფი ინტერნეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წვდომისთვის იმისათვის, რომ  ასევე ტურიზმის კუთხით ადგილობრივმა მცირე სასტუმროებმა შეძლონ  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მათ დაეხმარებათ იმაში, რომ მსოფლიო ბუკინგის სისტემაში  ჩაჯდნენ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics