09:00 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 13:36:37, 2430 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
დავით ცაავა: დიდი იმედი მაქვს, საქართველოში მიწას ფასი არასდროს დაეკარგება

ბაზისბანკის გენერალური დირექტორის დავით ცაავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მიწა იყოს ლიკვიდური და არსებობდეს პოტენციური ბაზარი მყიდველებისა.

როგორც მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ბაზისბანკი ძალიან აქტიურადაა ჩართული აგრობიზნესის დაფინანსებაში  და მათ  მიზანს წარმოადგენს, მომავალში აგრომიმართულებით პორტფელი გაზარდონ.

„მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, საბანკო ასოციაცია არის აღნიშნულ  მოლაპარაკებებში ჩართული. მნიშვნელოვანია, რომ მიწის თემაზე ლიკვიდობის საკითხი იყოს მაღალი, ვინაიდან ჩვენი ბანკი ძალიან აქტიურადაა ჩართული აგრობიზნესის დაფინანსებაში  და ჩვენს მიზანს წარმოადგენს, რომ მომავალში გავზარდოთ ჩვენი პორტფელი აგრომიმართულებით. შესაბამისად, ის, რომ მიწა იყოს ლიკვიდური და შესაბამისად, არსებობდეს პოტენციური ბაზარი მყიდველებისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დაზუსტებები იქნება. შესაბამისად, საბანკო სექტორიც შეძლებს, რომ ხელი შეუწყოს აგრობიზნესის განვითარებას.

დღეს არ არის საუბარი იმაზე, რომ უზრუნველყოფაში ჩადებაზე იქნება ლაპარაკი. აქ არის საკუთრების უფლებაზე, რაც შესაძლებელია დარეგულირდეს ისე, რომ ამან არ შეაფერხოს აგრობიზნესის დაკრედიტება. დიდი იმედი მაქვს, საქართველოში მიწას ფასი არასდროს დაეკარგება, ვინაიდან მოგეხსენებათ ქვეყანა არ არის დიდი, შესაბამისად, ღირებულება მიწას ყოველთვის ექნება“,-აღნიშნა დავით ცაავამ.

შეგახსენებთ, 2017 წლის 26 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics