09:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:50:27, 2030 ნახვა

საზოგადოება
აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან და სამგორის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყობა ტროტუარები, მოხდება ძველი ასფალტის დემონტაჟი და დაიგება ახალი, ორფენიანი საფარი.

,,ეს გზა ძალიან დაზიანებული იყო და კეთდება კაპიტალურად. იგება ასფალტის ორი ფენა. სამუშაოები ძირითადად ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა დღისით ხელი არ შევუშალოთ საგზაო მოძრაობას. ზაფხულის პერიოდს მაქსიმალურად გამოვიყენებთ გზის აღსადგენად”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

 

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics