04:06 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 18:42:45, 5760 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენი ქუჩები უცხო ქვეყნის კრიმინალებისგან გაიწმინდება“ - 14 ივლისს „ქართველთა მარში“ გაიმართება

მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის ინფორმაციით, 14 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე „ქართველთა მარში“ გაიმართება.

როგორც სანდრო ბრეგაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მარშის მთავარი მიზანი საქართველოში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების დეპორტაცია და საიმიგრაციო კანონის გამკაცრებაა.

მისივე თქმით, მსგავსი მარშის ჩატარების იდეა დიდი ხანია არსებობს, თუმცა მისი დაჩქარება ბოლოს დროს განვითარებული მოვლენებით არის განპირობებული.

"მისი ჩატარება დააჩქარა იმ ფაქტმა, რომელიც მოხდა ახალციხეში - 50 წლის ირანელი მამაკაცი რამდენიმე ქართველი ბიჭის გაუპატიურებაში იყო შემჩნეული. აგრეთვე ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიაზე მოხდა თავდასხმა, ასევე მარჯანიშვილის მოედანზე მდებარე ეკლესიის დარბევა მოხდა პალესტინელების მიერ, მანამდე არაბმა მოქალაქეებმა ქართველები ცემეს. მარშის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა სასწრაფო წესით დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მოხდეს მათი დეპორტაცია. აგრეთვე მაქსიმალურად გამკაცრდეს საიმიგრაციო კანონი, ბინადრობის და მოქალაქეობის მინიჭება/არ მინიჭება უცხოეთის მოქალაქეებზე, გამკაცრდეს კონტროლი საზღვარზე, სადაც ხშირ შემთხვევაში შემოდიან უცხოელი კრიმინალები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან. რაც შეეხება ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებს, აბსოლუტურად ყველას საქმე გადასახედია. მე გახლდით ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე და ამ სამინისტროში შედის ის დეპარტამენტი, რომელიც ბინადრობის უფლებას ანიჭებს მოქალაქეს. ვიცი, თუ რა უკონტროლოდ ხდება ხშირ შემთხვევაში ბინადრობის უფლების მინიჭება. ამიტომ, უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველას გადასინჯვა და მათი უმეტესი ნაწილის თავიანთ ქვეყნებში დეპორტაცია. ისინი არ არიან პოლიტიკური დევნილები და აქედან გამომდინარე მათ არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. 14 ივლისამდე მივეცით მათ ვადა და წავუყენეთ ულტიმატუმი, რათა გონს მოეგონ და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა თავად განსაზღვრავს იმ კრიმინალებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ", - აღნიშნა ბრეგაძემ.

ბრეგაძის განცხადებით, „უცხოელი კრიმინალებისგან ქვეყანა უნდა გაიწმინდოს“ და ეს დეპორტაციის გზით უნდა მოხდეს. მანვე განმარტა, რომ ქვეყნის გაწმენდაში ძალადობრივი გზა არ იგულისხმება.

"უნდა მოხდეს უცხოელი კრიმინალებისგან გაწმენდა, რომლებიც არიან მანიაკები, რომლებიც აუპატიურებენ ბავშვებს, ჩადიან სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას, ეწევიან პროსტიტუციას, ავრცელებენ ნარკოტიკებს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ბარები და რესტორნები, რომლებსაც ფლობენ არაბები, არის პროსტიტუციის ბუდე. მათგან უნდა გაიწმინდოს ჩვენი ქვეყანა. არანაირ ძალადობაზე არ ვსაუბრობთ. პირიქით ვაცხადებთ, რომ თუკი მოხდება რაიმე ძალადობრივი ქმედება უცხოელების მიმართ, ეს იქნება პროვოკაცია, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. უნდა დავანახოთ ჩვენი ძალა, თუმცა სამართლებრივ ჩარჩოებში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ ვინმეს იმის საშუალება, რომ ჩვენი კეთილშობილური ერი გამოიყენოს თავისი საქმიანობისთვის", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

რაც შეეხება „ქართველთა მარშის“ მრავალრიცხოვნობას, ბრეგაძე ვარაუდობს, რომ მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება, თუმცა მისივე განმარტებით, ძნელია იმაზე საუბარი თუ რამდენი ადამიანი გამოვა მარშზე.

ამასთან, როგორ „ეროვნულების“ ლიდერმა აღნიშნა, ის აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს, რათა მარშში მონაწილეთათვის უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული.  

"მგონია, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მარში იქნება. ბევრი ახლაგაზრდა მწერს, რომლებსაც მარშში მონაწილეობის სურვილი აქვთ. წინასწარ მივმართავთ თბილისის მერიას, რათა გადაკეტილი იქნას აღმაშენებლის გამზირი 14 ივლისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე. ამავე დროს, მივმართავთ და ალბათ გვექნება შეხვედრა შსს-ს ხელმძღვანელობასთან, რათა ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ არ მოხდეს რაიმე სახის ექსცესები. თუმცა უკვე მომდის ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ უცხოელი კრიმინალი მოქალაქეები უკვე მობილიზებას ახდენენ, რომ მოაწყონ პროვოკაციები და მოხდეს ქართველთა მარშზე თავდასხმა. აი, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ვინმემ ქართველთა მარშზე თავდასხმა გაბედოს. მოემტვრევა ხელები და თავისი ფეხით კი არ მოუწევთ საკუთარ ქვეყანაში დეპორტირება, არამედ ინვალიდის ეტლებით დაბრუნდებიან. თუკი მოხდა თავდასხმა ჩვენზე, საკუთარ თავს დავიცავთ, თანაც ძალიან კარგად. არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ და ნუ შეეცდება ნურავინ, რომ წამოგვაგოს პროვოკაციაზე", - აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა.

კითხვაზე - თუ ქართველთა მარშის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რა იქნება მოძრაობის შემდეგი ნაბიჯები, ბრეგაძემ დასძინა, რომ უცხოელ არალეგალ მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიას მაინც დაატოვებინებენ, თუმცა რა გზით, მას არ განუმარტავს.  

"გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ დავატოვებინებთ მათ საქართველოს ტერიტორიას. თუ როგორ ვიმოქმედებთ სამომავლოდ, მცირე საიდუმლოდ შევინახავ ჯერჯერობით, მაგრამ უცხო ქვეყნის კრიმინალებისგან ჩვენი ქუჩები გაიწმინდება და ისინი ვეღარ მოახერხებენ ჩვენი ეკლესიების დარბევას, ვერ მოახერხებენ პროსტიტუციაში ჩაბმას, მათ გაუპატიურებას და ბანდიტიზმის. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოც ამაში ხელს შეგვიწყობს, რადგან მისი მოვალეობაა თავისი მოქალაქეები დაიცვას ყველა კრიმინალისგან, მითუმეტეს უცხოელი კრიმინალებისგან", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

"ექსპრესნიუსის" რედაქცია მასალაში გაჟღერებულ ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics