06:27 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 12:57:48, 2011 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზის ძმას: რატომ ამბობთ, რომ მამა გიორგი ჩემთან ღამე რჩებოდა, უნდა გეშინოდეთ ღმერთის, როცა ამას ლაპარაკობთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს უსაყვედურა და აღნიშნა, რომ პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედონ.

ილია მეორემ დეკანოზის ძმას თორნიკე მამალაძის ურჩია "ფრთხილად ილაპარაკოს".

„ორშაბათის გაზეთში იყო თქვენი ინტერვიუ. პატრიარქთან რჩებოდაო ღამე მამა გიორგი. არ ყოფილა ასეთი შემთხვევა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი: დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. ყოველ დღე და ღამე და თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო, კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა? ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გააანალიზო. პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სიმართლემ უნდა იზეიმოს.

"სიმართლემ უნდა იზეიმოს და სიმართლე უნდა ითქვას და არა სიყალბე. რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში, ჩვენ არც გვაქვს უფლება ჩავერიოთ. ეს თვითონ იციან. ჩემი მისვლა არ შეიძლება იმიტომ რომ იტყვიან - ზეგავლენა იქონიაო", - დასძინა პატრიარქმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics