2017-06-23 12:10:41, 1861 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი დეკანოზზე: ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ მამა გიორგი დააპატიმრეს
„ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეზე სიმართლე დადგინდება. „მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე მაინც გამოვლინდება და გავიგებთ სიმართლეს, ვის სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მე ცუდი არაფერი მინახავს მამა გიორგისგან და ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს რომ დააპატიმრეს მამა გიორგი. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და ღმერთმა მშვიდობა მისცეს მამა გიორგის, მის ოჯახს. მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება“, - მიმართა პატრიარქმა დეკანოზის ოჯახს. შეგახსენებთ, საპატრიარქომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|