06:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 16:04:18, 1935 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა კონსტიტუციურ მონარქიაზე: ქვეყანას ვერც მეფე უშველის და ვერც ამირსპასალარი, პრობლემა ივანიშვილია

„10-15 მილიონი დასჭირდება ამ წმინდა  ოჯახის შენახვას,  როდესაც ამდენი სოციალური დაუცველია რაღაც ქულების გამო ართმევენ 50 ლარიან დახმარებას, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ასეთი მზარდი ხარჯის შემოღება არის ამორალური“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს.

„მონარქია მართველობის წარსული ფორმაა. იმ ქვეყნებში სადაც ეს არის დარჩენილი, ეს ქვეყნები სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ იმპერიები და მეფის სახელი მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურია. საქართველოს დღეს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა ეს არის არაფორმალური მმართველობა ანუ ადამიანი, რომელსაც არანაირი სტატუსი არ აქვს და მართავს ყველაფერს. დღევანდელი პრობლემიდან უნდა გამოვიდეთ ამას ვერც მეფე უშველის ვერც კონსტიტუციური მონარქი ვერც აბსოლუტური მონარქი ვერც ამირსპასალარი და ვერც სხვა დანარჩენი რაც არ უნდა დაარქვათ სახელი. პრობლემა არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა. ასეთ რამეს ვერ და არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, თუ ამაზე წავლენ და საზოგადოებას არაფერს არ ჰკითხავენ იმის გამო, რომ კობახიძეს და ივანიშვილს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი და ჯირყვნიან ამ პრეზიდენტს ეხლა საერთოდ მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ამ უმრავლესობიდან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს უმრავლესობა აბსოლუტურად იმპულსურად მოქმედებს, როდესაც მიწის გაყიდვა აკრძალეს აბსოლუტურად არ უფიქრიათ გლეხებზე, როდესაც ოჯახის დარეგულირებაზე ლაპარაკობენ თითქოს აქამდე არ ვიცოდით რას ნიშნავდა ოჯახი, ეს ხალხი რაღაც გამოგონილ თემებს იგონებენ და შემდეგ ამ თემის კულტივაციას ახდენენ და მერე ამ თემას აჩეჩებენ ხალხს როგორ რაღაცის მიღწევას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics