08:32 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 16:41:32, 1774 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ქალაქ ფოთში,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„მთელს საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს  საქართველოს კარიბჭიდან - ფოთიდან. ფოთი  არის საქართველოს გასასვლელი  ევროპაში, სივრცეში რომლისკენაც ვისწრაფვით და რომლის ნაწილიც ვიყავით ყოველთვის. 26 მაისი ძალიან მნიშვნელოვანია დღეა, საქართველოს ბევრჯერ დაუკარგავს დამოუკიდებლობა, ბევრი სისხლი დაღვრილა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა  და ეს დამოუკიდებლობა განმტკიცდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრი ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმში გამართული გამოფენის - "საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლების“  გახსნის ცერემონიას დაესწრო.

სოზარ სუბარმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელიც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და ფოთის ცენტრალურ პარკში დასრულდა.

ფოთის ცენტრალურ პარკში მოეწყო  „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა,  გაიმართა სპორტული ღონისძიებები,  გამოფენები და კონცერტები. 

სოზარ სუბარმა ფოთის  პარკში წარმატებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს სპეციალური ჯილდოები გადასცა.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics