05:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 16:00:31, 2003 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი ეგვიპტეში მომხდარი თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთ ეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეგვიპტეში „ბოევიკებმა“ 2 ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა სულ მცირე 23 ადამიანი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics