2017-05-26 12:45:02, 2152 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ, ჩვენს რეკომენდაციებს ალიანსი იზიარებს
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი, იზიარებს ხოლმე ნატო. ჩვენი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-ასე უპასუხა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ პარლამენტში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას-გაიზიარებს თუ არა ალიანსი რეკომენდაციას საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით. „საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს.საქართველო ნატო-ს შორის საპარლამენტო საბჭო გვაქვს. მეორე გვაქვს უკრაინასთან. ასე რომ, განსაკუთრებული სტატუსი აქვს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის ამ ურთიერთობებს ფორმალურადაც და ოფიციალურ დონეზეც. ჩვენ საბჭოში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს საქართველოსთან დაკავშირებით. ვმუშაობთ, სხვა გზა გამოინახოს, რათა ოფიციალურად ხაზი გაესვას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან კარგ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელსაც ისედაც გამოვხატავდით ბოლო წლების განმავლობაში. ამას მიიღებს და გაიზიარებს ნატო, რა თქმა უნდა. ჩვენი საპარლამენტო ასამბლეა, ნატო არ არის. ეს არის პოლიტიკური საპარლამენტო ორგანიზაცია, რომელიც ნატო-ს გვერდზეა, მაგრამ თვითონ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საკმაოდ ძლიერი გახლავთ და ჩვენს რეკომენდაციებს, მოსაზრებებს ხშირად, როგორც წესი იზიარებს ხოლმე ნატო და ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ის დააჩქარებს პროცესს“,-განაცხადა პაოლო ალიმ პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|