08:39 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 11:10:12, 1887 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
იან კელი: უკვე 26 წელია, აშშ ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

მილოცვა საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„დღეს მინდა, ქართველ ხალხს  მივულოცო დამოუკიდებლობის 26 წლის იუბილე და ის განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პერიოდში მიაღწია. უკვე 26 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად მოიხსენიებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, როგორც მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენი ურთიერთობა დამყარებულია  საერთო ღირებულებებზე, რომელიც ჩვენი მდიდარი და ხანდახან არასტაბილური ისტორიით მოგვდევს. ეს საერთო ღირებულებებია: ტოლერანტობა და თანასწორობა, მეგობრებისა და სტუმრების დაფასება და რა თქმა უნდა, საერთო სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს ღირებულებები სამაგალითოდაა წარმოჩენილი შოთა რუსთაველის ბრწყინვალე პოემაში „ვეფხისტყაოსანი“. მიხარია, რომ ეს პოემა ინგლისურად არის თარგმნილი, მათ შორის, ამერიკელი პოეტის, ლინ კოფინის მიერ. ეს თარგმნილი პოემას ხელმისაწვდომს ხდის საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს ვუსურვებ წარმატებას, მშვიდობასა და ხალხის კეთილდღეობას“, - აცხადებს იან კელი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics