05:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 11:14:54, 2152 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია საერთაშორისო გამოფენა „London Wine Fair 2017“-ში მონაწილეობს

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017", რომელიც 22-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia"-ში გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა. 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა,  გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო. 

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები, რესტორნებისა და ბარების მფლობელები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას" - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017"-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: "კახეთის ტრადიციული მეღვინეობა", "ქინძმარაული მარანი", „Georgian Wine Hospitality Investment", „თბილღვინო", „CAP-Georgia", „კახური ღვინის მარანი", „ასკანელი ძმები", „შუმი", „მეღვინეობა ხარება", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი", „მათრობელა ღვინოები", „გიუაანი", „ვაზიანი კომპანი", „ტყუპების ღვინის მარანი", „მარნისკარი" და „ჯიმშერი".

„London Wine Fair 2017", წელს უკვე 37-ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics