17:22 - 23 Apr, 2018
2017-05-19 11:12:37, 1047 ნახვა
ჰერბერტ ზალბერს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ზალბერი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუასთან შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა. |
![]() ვინ არის ბაშარ ასადი და როგორ დაიწყო კონფლიქტი სირიაში
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა
![]() კვირიკაშვილი: არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა
![]() პაოლო ალი: კრემლი ცდილობს მისი მეზობელი ქვეყნების ევროინტეგრაცია შეაჩეროს
არქივი 2009 წლიდან
|