04:47 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 18:46:41, 2073 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებებს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი, წინააღმდეგი იყო.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს:  ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა როგორებიცაა მაგალითად ,,ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო‘‘, ,,საწუწნი თამბაქო‘‘, “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები” და ა.შ.; კანონს ემატება ტერმინი „თამბაქოს აქსესუარი და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა‘‘, რიმელშიც გადის მუნდშტუკი, ჩიბუხი, ჩილიმი, შესასუნთქი ან საწუწნი თამბაქოს მოწყობილობები, ელექტრონული სიგარეტები და სხვა მსგავსი მოწყობილობები, სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელები, თამბაქოს გასახვევი ქაღალდი, თამბაქოს შესახვევი ან დასაჭრელი აპარატი, საფერფლე, ნებისმიერი სახის პორტსიგარა ან სხვა საგნები, რომლებიც განკუთვნილია უპირატესად თამბაქოს მოხმარებისათვის ან შენახვისათვის, აგრეთვე სიგარეტის, მისი კოლოფის და ზემოაღნიშნული საგნების ილუსტრაციები ან გამომსახველი სხვა საგნები. შედეგად, „თამბაქოს აქსესუარი და მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობაზეც‘‘ გავრცელდება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის არსებული შეზღუდვები და აკრძალვები;

კანონს ემატება ტერმინი “თამბაქოს ახალი ნაწარმი”, რომელიც განისაზღვრება როგორც ნაწარმი, რომელიც განთავსებული არაა საქართველოს ბაზარზე 2016 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით ან არ მიეკუთვნება ამ კანონით განსაზღვრულ თამბაქოს ნაწარმის სახეობებს.

კანონს ემატება ტერმინი “თამბაქოს მოწევა”, რომელიც განისაზღვრება როგორც თამბაქოს ნაწარმის წვის, ან გახურების შედეგად გამოყოფილი კვამლის შესუნთქვა.

 კანონს ემატება შემდეგი ტერმინები “თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტები” - თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობაში მყოფი თამბაქო, დანამატი, აგრეთვე ნებისმიერი ნივთიერება ან ელემენტი ქაღალდის, ფილტრის, კაფსულის, მელნის და წებოს ჩათვლით; “დანამატი” - ნებისმიერი ნივთიერება ან მასალა, გარდა თამბაქოს ფოთლისა, რომელიც ემატება თამბაქოს ნაწარმს; “თამბაქოს ნაწარმისგან გამოფრქვეული ნივთიერებები” - ნივთიერებები, რომლებიც  გამოიყოფა თამბაქოს ნაწარმის დანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად, როგორიცაა სიგარეტის ან სხვა სახის მოსაწევი თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები გამოყოფილი მოსაწევი თამბაქოს მოხმარების შედეგად, აგრეთვე საღეჭი, საწუწნი, შესასუნთქი თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები.

ცვლილებების თანახმად, სამედიცინო გაფრთხილება სავალდებულო წესით უნდა მოიცავდეს პიქტოგრამასაც, განსხვავებით დღეს მოქმედი რედაქციისგან - დღესდღეობით პიქტოგრამის დატანა ნებაყოფლობითია;

 ამოღებულია ტერმინი ,,ხარისხი‘‘, რამდენადაც ინიციატორების შეფასებით,  თამბაქოსთან მიმართებაში პროდუქტის ხარისხიანობაზე არ უნდა იქნეს აქცენტირება;

 ტერმინთა განმარტებას ემატება ,,შენობა-ნაგებობის‘‘, აღნიშნული განმარტების დამატების საჭიროება როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული,  განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროექტი ითვალისწინებს თამბაქოს აკრძალვებს გარკვეულ შენობა-ნაგებობებში.

 პროექტის მიხედვით, შენობა- ნაგებობა განმარტებულია როგორც ნებისმიერი კონსტრუქცია, გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა, რომელსაც გააჩნია ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი, ან იატაკის და სახურავის/ჭერის გარდა სხვა ზედაპირის მინიმუმ 1/2-ზე გააჩნია ნებისმიერი სახის კედლები (ღია ან დახურული ფანჯრის და კარების ჩათვლით).

 ტერმინთა განმარტებას ემატება “საზოგადოებრივი ტრანსპორტი” - ნებისმიერი ტრანსპორტი, რომელიც გამოიყენება საზოგადოების წევრთა გადასაყვანად, ჩვეულებრივ საფასურის ან კომერციული მოგების მიზნით, ტაქსების ჩათვლით.

 საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან პირდაპირი თუ არაპირდაპირი სახით დაკავშირებული არასამთავრობო და კერძო სექტორის ორგანიზაციების მონაწილეობის და მათი ინტერესების დაუშვებლობის რეგულირების საკითხი.

 თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა თამბაქოს ნაწარმის გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, უნდა დაადასტურონ გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოველი წლის 31 მაისამდე წარუდგინონ სრული დოკუმენტაცია და უზრუნველყონ თამბაქოს ნაწარმის შესაბამისობა ამ დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებთან;

კანონით განსაზღვრული თამბაქოს მოხმარების, წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის/შეზღუდვის წესები გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა იმ დაწესებულებათა სალიცენზიო, სანებართვო და საავტორიზაციო პირობებში, რომლებიც ექვემდებარებიან ლიცენზირებას/ნებართვას ან ავტორიზაციას;

 პროექტის მიხედვით, თამბაქოს კონტროლი არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის კონტროლს და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება. შედეგად, თამბაქოს კონტროლის განმახორცილებელ დაწესებულბებს თამბაქოს მოხმარების კონტროლის მოტივით შესვლა შეეძლებათ ნებისმიერ დაწესებულებაში, ამასთან, მოსამართლის სპეციალური ნებართვის - ბრძანების გარეშე;

 ცვლილებების თანახმად,  არსებული 50 მეტრიდან 100 მეტრამდე იზრდება მანძილი სააღმზრდელო, საგანამანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებიდან სადაც აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება.

 პროექტით იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების განლაგება ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან ან გარედან.

 იკრძალება თამბაქოს ნაწარმის ან მისი აქსესუარების რეალიზაცია იმგვარად, რომ ობიექტიდან მისი მიწოდება ხდება უშუალოდ ტრანსპორტში მსხდომთათვის.

  ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის არსებულ აკრძალვას ემატება მისი განლაგება იმგვარად, რომ უშუალოდ მიუწვდებოდეს ხელი მომხმარებელს.

 პროექტის მიხედვით იკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის რეალიზაცია საქართველოში.  პროექტით კონკრეტდება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების პოპულარიზაციის აკრძალვა, კერძოდ იკრძალება: თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გათამაშების, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის, მისი რომელიმე ნაწილის საშუალებით, ან მისი განაწილებით მონაწილეობა, საჩუქრების გაცემა ან შეთავაზება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის, გადაცემის ან გასინჯვის მიზნით.

 ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემები, როგორიცაა კუპონების დარიგება თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას. o პირდაპირი პერსონალური კომუნიკაციები, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია.

 ინდივიდებებზე გამიზნული საპოპულარიზაციო მასალები, მათ შორის საინფორმაციიო მასალები, როგირცაა პირდაპირი გზავნილი, ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა რომელიც ახდენს ან შეიძლება მოხადინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია.

 თანხის გადახდა, ჯილდო ან სხვაგვარი წვლილის შეტანა საცალო მოვაჭრის საქმიანობაში, რომელიც გამიზნულია მათი მოტივირებისთვის გაყიდონ მეტი თამბაქოს ნაწარმი რომელიც გამიზნულია მათი მოტივირებისთვის.

 თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან სხვაგვარი წვლილის შეტანა ღონისძიებაში, ინდივიდუალური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს ან შესაძლოა მოახდინოს 15 თამბაქოს ნაწარმის, მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლის პოპულარიზაცია.

 ისეთი სათამაშოების, ტკბილეულის ან სხვა არათამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება რომელიც წარმოადგენს თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების ილუსტრაციას, სიმულაციას ან იმიტირებას.

 პროექტის მიხედვით თუკი თამბაქოს ნაწარმის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის მყიდველი პირი სრულწლოვანია, იგი ვალდებულია და უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ სრულწლოვანებაში დარწმუნების შემდეგ მიჰყიდოს მას თამბაქოს ნაწარმი.

 პროექტის თანხმად,  შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქნელ საშუალებებს ემატება “სიტყვა”, “სავაჭრო ნიშანი”, “აბრევიატურა”, “გამოსახულება”, “ექსტრა”, “მენთოლი”, “ნაკლებად მძაფრი”.

ცვლილებებით,  30%-დან 65%-მდე იზრდება სამედიცინო გაფრთხილებეის მიედ თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე დაკავებული ფართობი.

პროექტის მიხედვით პიქტოგრამის შემცველი დამატებითი სამედიცინო გაფრთხილება უნდა განთავსდეს შეფუთვის წინა ზედაპირზე . შემოდის თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა:  ნებისმიერ შენობა-ნაგებობაში, გარდა კერძო საცხოვრებელი სახლებისა, თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიული დანადგარებისა, აგრეთვე პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა;  საზოგადოებრივ ტრანსპორტის ყველა სახეობაში  სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო სააღმზრდელო, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, აგრეთვე ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების როგორც შენობა-ნაგებობებში ისე მათ ტერიტორიაზე, აგრეთვე 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე  სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, გარდა სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ხელმძღვანელების მიერ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოცემული სპეციალური ბრძანებით ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის განსაზღვრული ადგილისა (ადგილებისა), რომელიც უნდა იყოს სრულად (კედლებით) გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან, ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.   პროექტით მკაფიოდ ისაზღვრება მოწევის აკრძალვისა და შეზღუდვის აღსრულებაზე დაწესებულებათა ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, კერძოდ ემატება შემდეგი: არ დაუშვას, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების 16 ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარება იმ ადგილებში სადაც კანონით მოწევა აკრძალულია.

 პროექტით ზუსტდება და ფართოვდება თამბაქოს მოხმარების დემონსტირების რეგულაცია, კერძოდ იკრძალება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა. ეს აკრძალვა არ ეხება თამბაქოს მოწევის ან მოხმარების გამოსახვას, თუკი ეს გამოსახვა ეფუძნება კანონიერ შემოქმედებით გამოხატვას და არ მომხდარა თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის, მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლის, მათთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევის ან მოხმარების გამოსახვის სანაცვლოდ თანხის გამიზნული გადახდა ან სხვა წვლილის შეტანა ან მისი დაპირება.

 გარდამავალი დებულებების სახით ისაზღვრება, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე შენობა- ნაგებობებიდან სასტუმროებს ეძლევათ ვადა, როცა მათ შეუძლიათ სრულ აკრძალვამდე დაუშვან მოწევა ნომრების არაუმეტეს 50%-ში, საჯარო დაწესებულებებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, სილამაზის სალონებს, მაღაზიებს და სავაჭრო ობიექტებს სრულად აკრძალვამდე შენობის 20%-ში კედლებით გამოყონ მოსაწევი ადგილები, 2018 წლის 1 იანვრამდე ოფისებს, ქარხანა-ფაბრიკებს, საამქროებს, საწყობებს, ტერმინალებს და სხვა მსგავსი დაწესებულებებს, სტადიონებს დაუშვან მოწევა მკაფიოდ განსაზღვრულ ადგილებში, აგრეთვე არასამარშრუტო ტაქსების მფლობელებს სურვილის შემთხვევაში დაუშვან მოწევა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics