08:34 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 19:28:41, 2384 ნახვა

ეკონომიკა
„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ საქართველოში ოპერირებას ახალი მიმართულებიდან იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიედან განხორციელდება.
 
ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიეს საჰაერო ხაზზე ოპერირებას უკრაინული ავიაკომპანია „Ukraine International Airlines", 2017 წლის 21 ივნისიდან დაიწყებს. რეისები 15 სექტემბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737, Airbus A320/321 და EMBRAER ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
 
ახალ მიმართულებაზე რეგულარული რეისების დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კონსულტაციები ჰქონდა როგორც ავიაკომპანიასთან, ისე უკრაინის საავიაციო ხელისუფლებასთან. ოპერირების ნებართვა „Ukraine International Airlines"-ს დღეს მიენიჭა.
 
საჰაერო მიმოსვლის გაზრდილი გეორგაფიული არეალი  კიდევ უფროვ გაამარტივებს და ხელმისაწვდომს გახდის ორ ქვეყანას შორის გადაადგილებას.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics