09:56 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-24 19:01:51, 2426 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სასტუმრო "ჰილტონში" გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმართეს. ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გამართა.

,,ტურისტული სეზონის დაწყების წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ღონისძიება. მოვისმინეთ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისგან შემოთავაზებები, თუ რა უნდა გაკეთდეს სერვისების გაუმჯობესების და დახვეწის კუთხით. ძალიან მალე იწყება ზაფხულის სეზონი. როგორც იცით, ჩვენს რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ჩვენ მზად ვართ 4-ივე სეზონზე მივიღოთ ტურისტები და მაქსიმალურად მაღალ დონეზე მოვემსახუროთ მათ. სახელმწიფო სხვადასხვა სატრენინგო-საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ახდენს განთავსებისა და კვების ობიექტებში დასაქმებული კადრების გადამზადებას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ შეხვედრაზე გამოსვლილას.

მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება და ბიზნესის ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა მთავრობის ხელმძღვანელ პირებს მათ წინაშე მდგარი პრობლემები გააცნეს და გადაწყვეტის გზებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გიორგი გახარიას განცხადებით, სწორედ ბიზნესია ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

"ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს 6 მილიონზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და, შესაბამისად, 2017 წლისთვის ამბიციური გეგმები გვაქვს. ვცდილობ დავიწყოთ მოსამზადებელი ეტაპი და ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გვაქვს, რათა ის ხარვეზები აღმოვფხვრათ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ვნახოთ მათი გეგმები და გავეცნოთ მათ წინადადებებს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
გერმანიის საგარეო - საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics