13:40 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 18:36:13, 1232 ნახვა

საზოგადოება
„დამიწვეს, გამინადგურეს ადგილი, სადაც 22 წელი ვმუშაობდი“ - დაზარალებული მოვაჭრეების აქცია გრძელდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები აქციას უკვე 4 დღეა მართავენ.

დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობისგან კონპენსაციის გადახდას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ქეთევან ხუნჯუამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, დაზარალებული მოვაჭრეები კვირას ფართო მასშტაბიან აქციას გეგმავენ და მოუწოდებენ საზოგადოებას გვერდში დაუდგნენ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნები არ შეიცვლება და მთავრობამ პირველ რიგში მათ დაზარალებულების სტატუსი უნდა მიანიჭოს. 

"ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი პირველივე დღიდან. პირველ რიგში გვინდა, რომ მთავრობამ დაზარალებულად გვაღიაროს, მოგვცეს დაზარალებულის სტატუსი. ასევე, ვითხოვთ კომპენსაციას. ნურავის ჰგონია, რომ ჩვენ გავჩერდებით. ჩვენ მთავრობამ შიმშილისთვის, სიცივისთვის და ქუჩაში დგომისთვის გაგვწირა. არავის ნაშრომს არ ვითხოვთ. არავის არ ვეუხეშებით და კაბინეტში არ ვუვარდებით. ვითხოვთ ჩვენს ნამუშევარს. მოვიდნენ, დამიწვეს, გამინადგურეს ადგილი, სადაც 22 წელი ვმუშაობდი. ჩვენ თავს დაუცველად ვგრძნობთ, ჩვენს გვერდით არც პოზიციაა არც ოპოზიციაა. ალიბეგაშვილს და ნარმანიას ჩვენთვის არაფერი გაუკეთებია. ბანკებმა 6 თვით გადაუვადეს დაზარალებულებს სესხები, მაგრამ უფრო მეტი უნდა შეიტანონ მერე ამ ადამიანებმა. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს დიდი აქცია პარლამენტის შენობის წინ. ყველას მოვუწოდებთ, რომ გვერდით დაგვიდგნენ. ორშაბათს მივდივართ პროკურატურასთან და შემდეგ ამერიკის საელჩოსთან. ჩვენ ხმას ყველას მივაწვდენთ", -  აღნიშნა ქეთევან ხუნჯუამ.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. „ბავშვთა სამყაროს“ შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე ზარალის ოდენობაზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს, თუმცა აცხადებენ, რომ ოქროს საცავები სწორედ აღნიშნულ შენობაში იყო განთავსებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics