2017-02-19 18:20:18, 1092 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მედიათეკებში საბავშვო-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა
დღეს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პროგრამის კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ესრებოდნენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, 25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). მათივე ინფორმაციით, პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. ფასები და პირობები: ვაკის ფილიალში 3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე 25 ლარს შეადგენს. ვარკეთილის ფილიალში დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 10 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 25 ლარს. ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. (NS) ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისა და მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|