06:18 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-08 12:50:23, 3131 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
IDFI: საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშნელოვანი წყარო რუსეთში მცხოვრები ქართული დიასპორაა

საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშნელოვანი წყარო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები დიდი ქართული დიასპორაა, თუმცა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2014 წლიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო გადარიცხული თანხები იმატებს, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს. 

როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს  საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის, სტაბილურობაზე.
 
"რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობა სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების მაჩვენებლების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი არასტაბილურობით გამოირჩევა. 
 
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ აუცილებელია საქართველოში უცხოური ვალუტის ალტერნატიული არხებიდან შემოდინების განვითარების ხელშეწყობა, რაც შეამცირებს საქართველოს ეკონომიკის რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობაზე დამოკიდებულებას", - ნათვქვამია განცხადებაში.

IDFI-ის მიერ მომზადებული ვიზუალიზაცია იხილეთ ამ ბმულზე >> https://idfi.ge/ge/georgia_russia_economic_relationships_in_2008_2016_years 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics