09:13 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 15:16:11, 1255 ნახვა

საზოგადოება
აჭარის სატყეო სააგენტოს ტრენინგ ცენტრი გაიხსნა

,,ტყის კვირეულის" ფარგლებში აჭარის სატყეო სააგენტოს ახალი ტრენინგ ცენტრის  გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. 

,,სატყეო სააგენტოს ბაზაზე პირველად რეგიონში შეიქმნა ტრენინგ ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის. ეკოლოგიაზე ზრუნვა, ცნობადობის ამაღლება, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მიმართულებით მუშაობა - ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. აქვე უნდა გამოვყოთ მაღალმთიანი აჭარა, სადაც ჩვენ მნიშვნელოვანი სატყეო ფონდი გვაქვს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს მეტი პროექტი, უნდა გადამზადდნენ დარგის სპეციალისტები. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით  განვითარებას"- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ა/რ უმაღლესი საბჭოს აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ წულაძემ, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ჯემალ ნაკაშიძემ და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა გიორგი სანადირაძემ.

ღონისძიებაზე თითოეული მუნიციპალიტეტიდან 5 საუკეთესო მეტყევე გამოვლინდა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. 

ტრენინგ ცენტრი შეიქმნა და აღიჭურვა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის-WWF-ის  მიერ განხორციელებული პროექტის ,,ტყის ეკოსისტემების მდგრადი გაუმჯობესება ადაპტური მართვის მეშვეობით" ფარგლებში. გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ)  მიერ დააფინანსებული სამწლიანი პროექტი 2015 წლის იანვარში დაიწყო და 2017 წლის დეკემბერში დასრულდება. 

პროექტის მთავარი მიზნებია ტყის მართვის ხარისხის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებების მიმართ ტყის მედეგობის გაზრდა, აჭარაში ტყეების ინვენტარიზაცია და მოსახლეობის მიერ შეშის ენერგოეფექტური გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

2016 წელს 12 აგვისტოს - აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრისი რესურსების სამმართველოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ორ უწყებას შორის აღნიშნულ საკითხებზე კოორდინირებულ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„ტყის კვირეულმა"  სტარტი, 3 დეკემბერს აიღო და 10 დეკემბერს დასრულდება.

(NS)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics