2016-12-07 15:03:59, 1205 ნახვა
საზოგადოება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნიჩბურა“ სოკოს წარმოებას იწყებს
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში კოოპერატივის „ნიჩბურა“ მეპაიეებს შეხვდა. კოოპერატივის თავმჯდომარის, გიორგი ლომოურის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი სოკოს წარმოებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ტექნიკითაა აღჭურვილი. სოკოს ბრიკეტიდან მოყვანის ტექნოლოგია მიახლოებულია ბუნებრივ პირობებთან და პროდუქტის მოკრეფა, შეფუთვა, შენახვა სტანდარტების დაცვით ხორციელდება. ე.წ. „კალმახა სოკოს“ სარეალიზაციო არეალი ადგილობრივი ბაზარია. კოოპერატივში 6 მეპაიეა გაერთიანებული. საწარმოს განვითარებისთვის მოზიდული ინვესტიცია 48 000 ევროს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა ხელს უწყობს ფერმერთა ძლიერი ფენის ჩამოყალიბებას, რაც სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას განაპირობებს. ცნობისთვის, საწარმო სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დაფინანსებითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაიხსნა. დღეისათვის საქართველოში 1633 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული, მათ შორის 87 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. (NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან „მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ხარკოვის ოლქში ბალაკლიას რაიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|