05:01 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 18:08:11, 2944 ნახვა

სამართალი მსოფლიო
ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს

ლიტვაში საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიური გამოცემა Delfi სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, მაისურაძის დაკავება 3 დეკემბერს მოხდა, 4 დეკემბერს კი, ვილნიუსის სამოქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არსებული ინფორმაციით, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი კიევიდან ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ის ადგილობრივმა მებაჟეებმა რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს. რუსული მხარე მას ტერორიზმთან კავშირში სდებს ბრალს. მაისურაძის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.

როგორც სააგენტო News4u წერს, ლიტვაში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ ზურაბ მაისურაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა კომენტარისგან თავს იკავებენ.

ამასთან, რუსული გამოცემის российская газета ინფორმაციით, ზურაბ მაისურაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics