08:31 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-01 14:59:46, 926 ნახვა

პოლიტიკა
სანდრა რულოვსის დაგეგმილი შეხვდრა სენაკის მოსახლეობასთან ჩაიშალა

თქვენმა მეუღლემ დაგვიხოცა ჩვენ უდანაშაულო შვილები. თქვენ რას მეტყვით მაინტერესებს. აღარასდროს დახოცავთ,აღარ გააუპატიურებთ ხალხს ციხეებში,აღარ გაჟლიტავთ, ტყავს აღარ გააძრობთ, აღარ გაჟუჟავთ გასამრავლებელ ბიჭებს ქუჩებში მაინტერესებს. დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის ჩამეხედა თვალებში და გამეცით პასუხი,- ასე მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა სანდრა რულოვს, რომელიც სენაკში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა.

ია მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობისთვის" განკუთვნილ სცენაზე ავიდა და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა.

რობაქიძის დედის განცხადებით მას სურდა, რომ სანდრა რულოვსს პირადად მიეცა მისთვის პირობა, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში სისხლის ღვრა აღარ მოხდებოდა.

"ყელამდე სისხლში ხართ გასვრილი, იგივე თანამონაწილე ხართ. დამთავრდა "ნაციონალების" დრო, დამთავრდა თქვენი მკვლელობების და გაუპატიურების დრო",- განაცხადა ია მეტრეველმა.

სანდრა რულოვსმა კი განმარტა, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა ია მეტრეველის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მასთან კავშირში არ არის.

„არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს, როდესაც მიშა იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ეს ყველაფერი პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის უბრალოდ დიდი ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაგრამ დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკასთან ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ არის.“ განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ  სურს,  შეცდომები, რომლებიც წარსულში იყო, წარსულშივე დარჩეს.

„მე მოვდივარ სუფთა ხელებით პარლამენტში. კეთილი საქმის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მინდა, რომ ის შეცდომები, რომლებიც  იყო წარსულში,  დარჩეს წარსულში“,- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

სანდრა რულოვსის დაგეგმილი შეხვდრა სენაკის მოსახლეობასთან ჩაიშალა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics