07:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:58:38, 583 ნახვა

რეგიონი
რკინიგზის სადგურებში ტურისტებს ახალი სერვისი ხვდება

 ორსართულიანი მატარებლის პირველ მგზავრებს დღეს ბათუმის რკინიგზის სადგურში მობილური ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები დახვდნენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მობილური ტურისტული ცენტრის სერვისი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ბათუმისა და ქობულეთის რკინიგზის სადგურებს ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით დღეიდან დაამატა.

მათივე ცნობით,ცენტრის თანამშრომლების მუშაობას ბათუმის რკინიგზის სადგურში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ.

ისინი სადგურში ულტრათანამედროვე ტიპის მატარებლის პირველ მგზარებსაც შეხვდნენ, რომლებსაც ტურისტული ცენტრის თანამშრომლებმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია და საინფორმაციო მასალები მიაწოდეს.

დღეიდან, ორსართულიანი მატარებელი ბათუმის მიმართულებით რეისებს ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს.

ერთჯერადად ორსართულიანი მატარებლით 400-მდე მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. მათ აგვისტოს პირველ ნახევარში ბათუმის რკინიგზის სადგურში უკვე ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დახვდებათ, სადაც ტურისტებს რეგიონის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და  საინფორმაციო მასალების მიღება შეეძლებათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს აჭარის ტერიტორიაზე სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს.

საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

(NS) 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics