04:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 14:53:14, 538 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ „მზიურის“ განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა

დავით ნარმანიამ „მზიურის“ განახლებასთან დაკავშირებით   კონკრეტული დავალებები გასცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზეიმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვერეს ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, „თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, ჩვენ ვაწესრიგებთ პარკს და მერიის შესაბამის სამსახურებს დღეს მე მივეცი კონკრეტული დავალებები. რაც შეეხება მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, ჩვენ ყველა ტიპის მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის ტერიტორიის გამწვანებას და მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულიდან. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები, მოწესრიგდება ტერიტორია, რათა რეკრეაციული ფუნქცია, რაც გააჩნდა მზიურის პარკს, მთლიანად აღდგეს და მოსახლეობას ჰქონდეს დასვენების, განტვირთვის საშუალება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის,საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისადა საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება. თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს,მათ შორის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვება ადაპტირებული სველი წერტილებით, უკვე დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით.  გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.

ძველი ამფითეატრისა და კაფის შენობები თბილისის მერიამ ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა.

აღნიშნულის შესახებ  თხოვნით მერიას ფოტოგრაფმა და უფლებადამცველმა ანა გოგუაძემ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.

პარალელურად,მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის გადამზადება. უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არმქონე პირებისთვის დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები.

„მზიურის“ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც. წლების განმავლობაში პარკს არ ჰქონდა გარეგანათება. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ლამპიონების დამონტაჟება. 

პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და პარკის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics