2024-04-25 11:03:00, 241 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ახლად გაშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაღში კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ ამ ეტაპზე 100 ადგილობრივი, სეზონზე კი, 200 პირი ჰყავს დასაქმებული. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიას „ჯეო აგრო ისთეით“ 17 ჰა-ზე ბაღის გაშენება 250,000 ლარით დაუფინანსდა. „ლურჯი მოცვი ერთ-ერთი ახალი კულტურაა საქართველოში, რომელიც ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაშენდა. ჩვენ 2800 ჰა-მდე ბაღი გვაქვს დაფინანსებული; მათი დიდი ნაწილი მსხმოიარობაშია შესული და მოსავალი ექსპორტზე გადის. გასულ წელს, მოცვის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 20 მილიონს გადააჭარბა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ახალი ბაღების გაშენება გრძელდება; ბაღების დაფინანსებაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. ბაღების მოვლის კომპონენტში ბენეფიციარები სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტით, რაც საშუალებას აძლევთ, მიიღონ მეტი შემოსავალი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხარისხიანი მოსავლისთვის, მნიშვნელოვანია ფერმერების ცოდნა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება“, - განაცხადა დავით წითლიძემ. პირველადი წარმოების მხარდაჭერის მიზნით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53,5 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 2,836 ჰა-ზე ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში 31,6 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული 1,688 ჰა-ზე ბაღების გაშენება. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), მედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი
კალაძე - აგრესიული უმცირესობის ხელშია, არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ ფაშისტური იდეოლოგიის ინსტრუმენტის - მტრის ხატის შექმნა
ხვიჩა კვარაცხელია - ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვზე თავდასხმის შედეგად, დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი
The New York Times - აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია უკრაინამ უკვე მიიღო
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|