10:36 - 18 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-04 13:17:52, 341 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი - როცა გომელაური არაფერს აკეთებს ივანიშვილის ზონდერ ჯგუფების დასასჯელად, ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი

ბოლო დღეების მანძილზე, ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე და როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი“, - განაცხადა ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ იციან "ზონდერ ჯგუფების" ვინაობები, თუმცა შსს-ს მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად.

„ბოლო დღეების მანძილზე, ივანიშვილის ბანდის ფორმალური და არაფორმალური ზონდერ ჯგუფები ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ჩვენ ვიხილეთ კადრები თუ როგორ უსწორდებიან ისინი პოლიტიკოსებს, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, რიგით მოქალაქეებს, როგორ სცემენ შვილებს მამების თვალწინ და მამებს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ. ეს ამორალური ადამიანები, რომლებიც ამ საქციელს სჩადიან, ჩვენ ვიცით მათი ვინაობები, მაგრამ შსს-ს მინისტრი და მთლიანად სამინისტრო არაფერს აკეთებს მათ დასაკავებლად, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თითოეული მათგანი, როგორიც არის გიორგი უბილავა, დიმიტრი ჭუმბურიძე, გიორგი რომანაძე, დავით ჯავახია, ზურა ხარატიშვილი, ჯონი ურიადმყოფელი. ეს ადამიანები, რომლებიც ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე, იქნებიან დასჯილები ძალიან მალე.

მოვუწოდებ სხვა იმ ადამიანებს, რომლებსაც ზონდერებად აღუქვამს ივანიშვილის ბანდა - ნუ იქნებით იარაღი ივანიშვილის ხელში, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ და სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს. ძალიან მალე ქართველი ხალხი კონსტიტუციურ ფარგლებში დააბრუნებს თავის მთავრობასაც, ხელისუფლებასაც და იქნება ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება და ასეთ დანაშაულებზე მოგეკითხებათ, რადგან ასე ხდება ყველა კანონიერ, ევროპულ სახელმწიფოში და გარდა ამისა მაშინ, როდესაც პირადად ვახტანგ გომელაური არაფერს აკეთებს ამ პირების დასასჯელად, ჩვენ აღარ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ ჩვენს პარტნიორებთან დავაყენოთ მისი სანქცირების საკითხი იმისთვის, რომ ეს ადამიანი უკანონო ბრძანებებს გასცემს და ზონდერ ჯგუფებს დღისით, მზისით და თუნდაც ღამე კამერების თვალწინ გამიზნულად და დემონსტრაციულად აცემინებს და არაადამიანურად ეპყრობა ჩვენს მოქალაქეებს.

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მოგიწოდებთ ყველას, ყველა ზონდერს, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებით, დასრულებული ამ ხელის ბიჭებით, რომლებიც ამ საქმეს აკეთებთ - ყველას მოგეკითხებათ, ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ სამართლებრივ სამარეში ივანიშვილს და მის ბანდას", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The New York Times - შეიარაღებულმა მამაკაცმა ავღანეთში 3 ესპანელი ტურისტი მოკლა
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების მიერ გაშვებული 13-ვე „შაჰიდი“ გავანადგურეთ
ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე - ოთხნი იყვნენ ნიღბებში
ზელენსკი - რუსეთის დარტყმების შემდეგ, ჩვენმა ენერგეტიკულმა სექტორმა წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics