13:10 - 09 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 11:55:47, 364 ნახვა

ომი უკრაინაში
მიშელი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებაზე - ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება.

როგორც მიშელი სოციალურ ქსელში წერს, "ეს მკაფიო სიგნალია კრემლისთვის".

"მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც ამტკიცებს დიდი ხნის ვადაგადაცილებულ, გადამწყვეტ 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის.

ეს მკაფიო გზავნილია კრემლისთვის - ისინი, ვისაც სჯერათ თავისუფლებისა და გაეროს წესდების, განაგრძობენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას",- წერს მიშელი X-ზე.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე - ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს - ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი
კალაძე - გამჭვირვალობა ვერასდროს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს
ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი
კალაძე - ყოველგვარი ძალადობა - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური კატეგორიულად მიუღებელია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics