11:07 - 20 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-09 12:55:26, 340 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ეს ადამიანები აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს - ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი

განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მუქარა და ბულინგი არის ფაშიზმი, რაც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „ქართული ოცნების“ გეგმას, შექმნას „მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების მონაცემთა ბაზა“.

თბილისის მერის თქმით, მას  პირადად მოუწია შეეცვალა მობილური ტელეფონი, თუმცა არ გაუთიშავს ნომერი.

„გვაქვს პრეტენზია ევროპულობაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, განსხვავებული აზრის მოსმენა არ შეგვიძლია. გვაქვს ყველანაირი მასალა იმასთან დაკავშირებით, მაგალითად, ჩვენს ფეხბურთელებზე როგორი შეურაცხყოფა მიდიოდა. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი ევროპულ ღირებულებებთან არ აქვთ, ჩვეულებრივი ფაშიზმია, რასაც ყველა უნდა დავუპირისპირდეთ. როგორ შეიძლება განსხვავებული პოზიციის გამო ან რაიმე საკითხზე დისტანცირების გამო, დააბულინგო და მოღალატე უწოდო.

ტელეფონების გამოქვეყნებას რაც შეეხება, მე პირადად მომიწია შემეცვალა ტელეფონი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ გავთიშე. ყველა ნომრის იდენტიფიცირება ხდება. ვინ არიან ეს ადამიანები უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მე არ ვიკადრებ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ვინმეს ოჯახს დავემუქრო. ეს ადამიანები კი აგრძელებენ იმ მეთოდებით მუშაობას, სადაც წესები არ არსებობს. ეს არის ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 493 690-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსების გაშვებული 29 „შაჰიდიდან“ ყველა ჩამოვაგდეთ
BBC - ირანის დროებით პრეზიდენტად მოჰამად მოჰბერია დაინიშნება
CNN - ირანულმა მედიამ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვა დაადასტურა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics