20:00 - 02 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-19 19:43:44, 286 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ჩაშლის საფრთხე. ემუქრება.

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაფინანსების არ-გამოყოფის შესახებ ფორმალურად ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, ჩვენთვის ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია დაინტერესებული, რომლის მოადგილე კობა ხუბუნაია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებას თბილისის კინოფესტივალი 20 წლის განმავლობაში უწყვეტად იღებდა. ეროვნულ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც კი არ დაუფარავს კინოფესტივალის მიმართ და აიგნორებს მას, არ პასუხობს რა არცერთ ოფიციალურ მიმართვას. მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. 

ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.
ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, მოქალაქეები იკრიბებიან - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია
საია - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს
ევროსაბჭოს გენმდივანი - ქართველ კანონმდებლებს მოვუწოდებ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ
ჰაკერი - „ქართული ოცნება“ სულ უფრო და უფრო სერიოზული კოშმარი ხდება ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის სურვილისთვის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics