15:22 - 17 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-02 18:36:25, 329 ნახვა

საზოგადოება
საია - სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვუწოდებთ, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) "უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გელა ნადირაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტელეფონით უთხრეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია.

საია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, რომ გელა ნადირაძის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყოს.

"2024 წლის 30 აპრილის აქციის დარბევის ღამეს, როგორც საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, და როგორც ამ კადრებიდან გამომდინარე, ოჯახი ადასტურებს, სამართალდამცავების ეფექტიანი კონტროლის ქვეშ ფიზიკურ ძალადობას დაექვემდებარა მოქალაქე გელა ნადირაძე.

ამ დრომდე ოჯახი ეძებდა გელა ნადირაძეს, თუმცა ვერ პოულობდა, მათ შორის, საავადმყოფოებსა და იზოლატორებში ინფორმაციის მოკითხვის გზით. დაახლოებით ერთი საათის წინ, ოჯახს ეცნობა,  ინფორმაცია, რომ პირი გადაყვანილი იყო შპს ,,წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში” და აღენიშნებოდა ნეკნების მძიმე დაზიანება. ოჯახის წევრებს საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სატელეფონო საუბრისას განუცხადეს, რომ დაზარალებული პოლიციის მიერ იქნა საავადმყოფოდან გადაყვანილი, ხოლო, ადგილზე მისულებს კი, განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე გაწერილია საავადმყოფოდან დღეს, თუმცა, პოლიციას იგი არ წაუყვანია. 

გელა ნადირაძის ადგილსამყოფელის, მისი მდგომარეობისა და დაზიანებების მიყენების გარემოებების ირგვლივ არსებული ბუნდოვანებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მყისიერად დაიწყოს გამოძიება გელა ნადირაძის საქმეზე, ჩაატაროს ყველა საჭირო მოქმედება, მათ შორის, დაზარალებულის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით და აცნობოს საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გელა ნადირაძემ მიიღო დაზიანებები პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად დაიწყოს, და არ მოხდეს დაზარალებულის დაშინება ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება", - ნათქვამია საიას განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი
აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში მოვინახულეთ აქციებზე დაკავებული 180 პირი - 93 არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სააკაშვილი - მინდა იცოდეთ, საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე - „თავისუფლება დღეს ჩვენი“
პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics